არ გამოტოვო შესაძლებლობა ისწავლო ყველაზე მოთხოვნადი ტექნოლოგიური მიმართულებები თიბისი ტექსკოლაში უფასოდ და საკუთარი მომავლისთვის საჭირო ცოდნა პრაქტიკაში მიიღო.
თიბისი ტექსკოლაში 9-12 კლასის მოსწავლეების რეგისტრაციის დასრულებამდე სულ ცოტა დრო რჩება.
4 ოქტომბრის ჩათვლით რეგისტრაცია გრძელდება ტექსკოლის შემდეგ კურსებზე:
• Full Stack დეველოპმენტი AI-ის დახმარებით
• პროდუქტის დიზაინი - UI/UX და გრაფიკული დიზაინი AI-ის დახმარებით
• ციფრული კონტენტის შექმნა AI-ის დახმარებით
ახალი სემესტრიდან ტექსკოლა სწავლების ყველა მიმართულებაში AI First პრინციპს ნერგავს. მოსწავლეები პირველივე ეტაპიდან რეალურ პროექტებზე მუშაობენ და ხელოვნურ ინტელექტს იდეების განვითარებაში, პრობლემების გადაჭრასა და პროექტების შექმნაში იყენებენ.
კურსებს შესაბამისი სფეროების მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების მქონე პროფესიონალები უძღვებიან, რაც მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, ტექნოლოგიები უშუალოდ ინდუსტრიის გამოცდილი წარმომადგენლებისგან ისწავლონ.
თიბისი ტექსკოლის პროგრამები „ჯეოლაბთან“ პარტნიორობით ხორციელდება. 3 წლის განმავლობაში, პროექტის ფარგლებში, უკვე 4 500-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო განათლება.
თიბისი ტექსკოლა - სწორი ადგილი განათლებისთვის.




