STADLER-ის ორსართულიანი მატარებელი, რომელიც საქართველოს რკინიგზამ 40 მილიონ ევროდ შეიძინა, 2016 წლის ივლისში ჩამოვა, – “აიპრესთან” ამის შესახებ “საქართველოს რკინიგზის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დაჩი ცაგურიამ განაცხადა.

“ივლისის ბოლოდან STADLER-ის ორსართულიანი მატარებელი საქართველოში იქნება და აჭარის მიმართულებით, შავი ზღვის კურორტებისკენ იმოძრავებს. ორსართულიანი მატარებელი ერთი რეისით 400 მგზავრს მოემსახურება.

“ახალი საქართველოს” წარმომადგენლები აბნევენ ხალხს, რადგან ორსართულიან მატარებელს პლატფორმა ისე აქვს მოწყობილი, რომ მატარებელში შესვლისთანავე კიბით დაახლოებით 5 ნაბიჯია ქვემოთ ჩასასვლელი.

მატარებლის შიდა სივრცე ბოლომდეა ათვისებული და ისეა გაკეთებული, რომ სამგზავრო სივრცე ორივე სართულზეა გადანაწილებული.
ეს არის მსოფლიოში უმაღლესი ბრენდი STADLER-ი”, – განაცხადა ცაგურიამ.

ცნობისთის, დღეს სამოქალაქო პლატფორმა – “ახალი საქართველოს” წარმომადგენელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს რკინიგზის მიერ შეძენილი ახალი STADLER-ის ორსართულიანი მატარებელი საქართველოში არსებულ არცერთ გვირაბში არ შეეტევა.

STADLER-ის ორსართულიანი მატარებელი ივლისის თვეში საქართველოში იქნება

iBusiness