ვისოლ ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს წერის, სოსო ფხაკაძის განცხადებით ბიზნესში საგადასახადო შემოწმებები გახშირებული არ არის. ფხაკაძის თქმით, საგადასახადო შემოწმებების ვადებთან დაკავშირებით, მათ ფინანსთა მინისტრთანაც ჰქონდათ საუბარი და ბიზნესი ამ კუთხით ცვლილებებს ელოდება.

“საგადასახადო შემოწმებები გახშირებული არ არის, ამას ვერ დავადასტურებ. რაც შეეხება ხანგრძლივობას რა თქმა უნდა რაც უფრო მალე დასრულდება შემოწმებები მით უკეთესი იქნება. ეს ესე იყო ყოველთვის და ესეც იქნება.

ფინანსთა მინისტრთან, როდესაც იყო შეხვედრა ამ საკითხებზე მასთან ერთად საკმაოდ გულახდილად ვისაუბრეთ. ველოდებით ცვლილებებსაც”, – განაცხადა ფხაკაძემ.

The post სოსო ფხაკაძე საგადასახადო შემოწმებების გახშირებას არ ადასტურებს appeared first on iBusiness.