შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის სავაჭროს შეთანხმებას ამერიკული აქციების ფიუჩერსების ზრდა, საფონდო ბირჟებზე ინდექსების მატება და ევროს მიმართ დოლარის გამყარება მოჰყვა
შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს შორის სავაჭრო ხელშეკრულებას აზიის და ევროპის საფონდო ბირჟების აბსოლუტური უმრავლესობის ინდექსების ზრდასთან ერთად ამერიკულ აქციებზე ფიუჩერსების ზრდა მოჰყვა. გაიზარდა აგრეთვე ევროს მიმართ დოლარის კურსი.
პარასკევიდან 1 ევრო 1,175 დოლარი ღირდა, დღეს კი ევროს ფასი 1,165 დოლარამდე შემცირდა.
საქართველოს ეროვნული ვალუტის კურსი მსოფლიოს ორივე ძირითადი ვალუტის მიმართ გამყარდა. ხვალიდან 1 დოლარი 1,7075 ლარი ეღირება (დღეს 1,7086 ლარი ღირდა).
ევრო, რომელიც დღეს 5,1783 ლარი ღირდა, ხვალიდან 3,1583 ლარი ეღირება.
აღსანიშნავია, რომ ლარის დოლართან კურსი უფრო მაღალი ბოლოს 2024 წლის 15 მაისს იყო.