საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის ინიციატივით, ბიზნეს შეხვედრები გრძელდება და ამჯერად, 19 თებერვალს შეხვედრა - „როგორ შევარჩიოთ ბიზნეს პარტნიორი“ ჩატარდება.

ღონისძიება 19 თებერვალს, 17:00-ზე საქართველოს ბანკის 4B სივრცეში, ყაზბეგის #15-ში გაიმართება. 

შეხვედრაზე EBIT Group-ის მმართველი პარტნიორი, ვლად ბეჯაშვილი ისაუბრებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ბიზნეს პარტნიორის შერჩევა, თუ როგორ უნდა განაწილდეს ვალდებულებები ბიზნეს ურთიერთობებში, როგორ დამენეჯმენტდეს ბიზნესის მართვაში ჩართულობა და როლები. გარდა ამისა, განიხილავს ვის რა როლი ეკისრება საოპერაციო ნაწილში და რამდენად მნიშვნელოვანია საწყის მოლაპარაკების ეტაპზე ამ დეტალების გავლა და შეთანხმება.

„საქართველოს ბანკისთვის მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ კარგად გვესმის ბიზნესის დაწყებასთან და მის მართვასთან დაკავშირებული გამოწვევები. სწორედ ამ მიზნით, ბიზნეს ღონისძიებების ერთ-ერთი შეხვედრა ამ თემას დავუთმეთ. შეხვედრაზე დაინტერესებულ მხარეებს შესაძლებლობა ექნებათ ბიზნესის დაწყებასთან და მის წარმატებით მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია. ჩვენ აქტიურად ვიკვლევთ ჩვენი პარტნიორი ბიზნესების საჭიროებებს და იმ სერვისებს ვთავაზობთ, რაც მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ. ჩვენ არ ვჩერდებით დაწელსაც აქტიურად ვგეგმავთ მსგავსი, ბიზნესის განვითარებისა და გაძლიერებისკენ მიმართული ინიციატივების განხორციელებას“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში.

შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა უნდა გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე.

ინფორმაციისთვის, ბიზნეს შეხვედრები ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360°-ის შემადგენელი ნაწილია. ბიზნეს 360° ციფრული პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები თუ სხვა.

„საქართველოს ბანკის“ შესახებ: საქართველოს ბანკი ქვეყნის წამყვანი ბანკია აქტივების (საბაზრო წილი 39.3%), სესხებისა (საბაზრო წილი 37.6%) და მომხმარებელთა დეპოზიტების (საბაზრო წილი 41.4%) მიხედვით. (2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ბანკების მიერ ეროვნული ბანკისთვის მიწოდებული ფინანსური ინფორმაციის თანახმად). საქართველოს ბანკი მომხმარებლებს სთავაზობს კორპორატიული და საცალო საბანკო მომსახურების ფართო სპექტრს.  2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს ბანკი ემსახურებოდა 2.0 მილიონზე მეტ აქტიურ მომხმარებელს.  სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: https://bankofgeorgia.ge/