თუ ფლობთ ბიზნესს, “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს ახალი კანონის შესაბამისად, დროულად გაიარეთ რეგისტრაცია.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რეგისტრირებული სუბიექტებისთვის ახალი კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად განისაზღვრა ვადა (2023 წლის ბოლომდე)

სარეგისტრაციო პროცედურის გავლა სავალდებულოა იმ სუბიექტებისათვის, რომლებიც 2022 წლის პირველ იანვრამდე არიან სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულნი, კერძოდ:

• ინდივიდუალური მეწარმისთვის

• სამეწარმეო საზოგადოებისთვის

• არასამეწარმეო იურიდიული პირისთვის

• უცხო ქვეყნის საწარმოს და არასამეწარმეო პირის ფილიალისთვის მონაცემების კანონთან შესაბამისობაში მოსაყვანად უნდა წარმოადგინოთ:

• განცხადება

• წესდებით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება

• სადამფუძნებლო შეთანხმება

რეგისტრაციის დრო ვადაში შეზღუდულია

“მეწარმეთა შესახებ” საქართველოს ახალი კანონი საქართველოს პარლამენტმა 2021 წლის 2 აგვისტოს მიიღო „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონი, რომელიც 2022 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. კანონით ახლებურად წესრიგდება სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებაზე უფლებამოსილების მქონე პირთა დაფუძნების, რეგისტრაციის საკითხები და პროცედურები, იურიდიულ პირთა სამართლებრივი ფორმები და მათი არსებობის პროცესში ამავე სუბიექტის ორგანიზაციულ-სამართლებრივი თუ სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონით განისაზღვრა, რომ ამ კანონის ამოქმედებამდე რეგისტრირებული საწარმო ვალდებულია ახალი კანონის ამოქმედებიდან 2 წლის ვადაში (2023 წლის ბოლომდე ) უზრუნველყოს სარეგისტრაციო მონაცემების ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა.