საფონდო ბირჟაზე ოქროს ფასი ზრდას საზღვარი არ უჩანს.

ამ დროისთვის (თბილისის დროით 21:56 საათი) უნცია ოქროს ფასი 5301,94 დოლარია (გრამი 170,5 დოლარი), უნცია ვერცხლის კი 113,98 დოლარი (გრამი 3,66 დოლარი).

ექსპერტები წლის განმავლობაში ოქროს ფასის 5400 დოლარამდე ზრდას ვარაუდობდნენ. დიდი ალბათობით, ისინი ამ პროგნოზს უახლოეს ხანში გადახედავენ და ოქროს ფასის კიდევ უფრო მეტად ზრდას იწინასწარმეტყველებენ.