საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ „Fitch Ratings“ თიბისი ბანკის გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი „BB –‘’-დან „BB“ დონემდე, ხოლო მდგრადობის რეიტინგი „bb-'’დან „bb’’- მდე გაზარდა. ამასთან, პროგნოზი კვლავ „სტაბილურ“ ნიშნულზე  შენარჩუნდა.

Fitch Ratings-ის განცხადებით, თიბისის საკრედიტო რეიტინგის გაზრდა განპირობებულია ბანკის ძლიერი ფინანსური მაჩვენებლებით და ბიზნეს პროფილითრაც დასტურდება თიბისის მაღალი მომგებიანობითა და ძლიერი კაპიტალის პოზიციით.

"ჩვენ ძალიან გვახარებს თიბისის საკრედიტო რეიტინგის გაზრდასთან დაკავშირებით „Fitch Rating-ის გადაწყვეტილება. ეს სარეიტინგო გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს ბანკის ფუნდამენტურ ფინანსურ სიძლიერესა და რისკის მყარ პროფილს, რაც გამოხატულია აქტივების ჯანსაღი ხარისხით და მომგებიანობისა და კაპიტალიზაციის მაღალი მაჩვენებლებით" - განაცხადა თიბისი ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმავახტანგ ბუცხრიკიძემ.