ყველას ეზრდება ყველაფერი სახელმწიფო სექტორში, ფუფუნებით დაწყებული, ხელფასებით დამთავრებული. ერთადერთი, ვისაც არაფერი ეზრდება, ესაა ფსიქიკური ჯანდაცვის სფერო - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" დეპუტატი რომან გოცირიძე აცხადებს.
"განვიხილეთ პარლამენტის საფინანსო კომიტეტზე 2024 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი. ყველას ეზრდება ყველაფერი სახელმწიფო სექტორში, ფუფუნებით დაწყებული, ხელფასებით დამთავრებული. ერთადერთი, ვისაც არაფერი ეზრდება, ესაა ფსიქიკური ჯანდაცვის სფერო. “ზრდა” არის ნული თეთრი. სამარცხვინო ფაქტია. მარტო ესეც არის საკმარისი, რომ გაყარო მთელი ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა დაკავებული თანამდებობებიდან" - წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.