„ფუდპანდა“  ონლაინ საკვების შეკვეთის სერვისის გარდა  კომფორტთან და სისწრაფესთან ასოცირდება, შესაბამისად,  ანგარიშსწორების ეფექტური მოდელის დანერგვა უმნიშვნელოვანესია მომხმარებლისთვის.  

გერმანული კომპანია უკვე თითქმის ერთი წელია, რაც საქართველში ოპერირებს და აქტიურად მუშაობს სერვისის განვითარებაზე. www.foodpanda.ge  ნაღდსა და უნაღდო ანგარიშსწორებას შორის არჩევანის შესაძლებლობას იძლევა! „ფუდპანდას ერთწლიანი მოღვაწეობისა და განვითარების  ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს ონლაინ გადახდების დანერგვა წარმოადგენს, რადგან ეს გაცილებით მარტივს ხდის საკვების შეკვეთის პროცესს“ - აღნიშნავს „ფუდპანდას“ დირექტორი საქართველოში - გიგა ქერქაძე .

„სერვისის გამოყნებისას თავდაპირველად აუცილებელი იყო ნაღდი ანგარიშსწორება. კერძის ღირებულებას შეკვეთის მოტანისას კურიერს ადგილზე ვუხდიდით, რაც გარკვეულ დისკომფორტს ქმნიდა. ონლაინ გადახდა სერვისს საკმაოდ კომფორტულს ხდის,” - ამბობს „ფუდპანდას“ მომხმარებელი.  

ქართველებს უყვართ ევროპული, იაპონური, ჩინური, ინდური და რა თქმა უნდა ქართული სამზარეულო. „ფუდპანდა“ გთავაზობთ 80-ზე მეტი რესტორნის მენიუს და ყველაზე პოპულარულ კერძებს ონლაინ. პიცა, სუში, ხინკალი, პიტა, შაურმა, ბურგერები და სენდვიჩები ადგილზე მოტანით 3 მარტივი ნაბიჯით: ძებნა, არჩევა, გადახდა. ამ სამი ნაბიჯის შემდეგ თქვენ სწრაფად იღებთ შეკვეთილ საკვებს.

ონლაინ გადახდა ისეთივე მარტივია, როგორც შეკვეთის განხორციელება. ის ინტეგრირებულია „ფუდპანდას“ აპლიკაციასა და ვებ-გვერდში. ეს არის სწრაფი და უსაფრთხო გადახდის მეთოდი. ფუდპანდას მომხმარებლებს VISA და MasterCard-ით შეუძლიათ შეკვეთების ონლაინ გაფორმება და საკვების კიდევ უფრო მარტივად მიღება. შეკვეთის გასაფორმებლად საკმარისია მიუთითოთ თქვენი ადგილმდებარეობა და სისტემა ავტომატურად გაჩვენებთ იმ რესტორნების სიას, რომლებსაც აქვთ მიწოდების სერვისი იმ კონკრეტულ უბანში.

 „ფუდპანდა არჩევანის გამრავალფეროვნებაზე და არსებული სერვისის გაუმჯობესებაზე მუდმივად ზრუნავს. დღეისთვის კომპანიის პარტნიორია 80-ზე მეტი ცნობილი რესტორანი. ვფიქრობ,  სამომავლოდ, მათი რიცხვი უდაოდ გაიზრდება,“ - ამბობს გიგა ქერქაძე.