პარლამენტმა საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრები აირჩია

1560248543
პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე საპენსიო საინვესტიციო საბჭოს წევრები დაამტკიცა.
საინვესტიციო საბჭო 5 წევრისგან შედგება და კანდიდატების რაოდენობაც იყო 5.
საინვესტიციო საბჭოს წევრები გახდნენ ოლივიე რუსო, ტიმო ვიჰერკენტა, მაიკლ რიდლი, დავით წიკლაური და ჟან-ფრედერიკ პოლსენ. ოლივიე რუსო, ტიმო ვიჰერკენტა და მაიკლ რიდლი 5 წლის ვადით აირჩიეს, დავით წიკლაური და ჟან-ფრედერიკ პოლსენი კი, სამი წლის ვადით.