ოქროსა და ვერცხლის ფასების ზრდა კვლავ გრძელდება. 

საინფორმაციო სააგენტო „ბლუმბერგის“ ცნობით, ვაჭრობის პროცესში ოქროს სპოტურმა ფასმა (საქონლის ფულის გადახდისთანავე ანუ დაუყოვნებლივ მიწოდების ფასი – „აიპრესი”) უნციაზე 4,530 დოლარს გადააჭარბა, ხოლო უნცია ვერცხლის ფასმა 75 დოლარას გადააჭარბა.

ამ დროისთვის (თბილისის დროით 15:58 საათი) უნცია ოქროს ფასი 4508.53 დოლარია, უნცია ვერცხლის კი 74.43 დოლარი.