ვაკის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას  განაგრძობს. გამწვანებული კეთილმოწყობილი სივრცეების შექმნა  გამგეობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. სრულდება  საზოგადოებრივი სივრცის სარეაბილიტაციო სამუშაოები ნუცუბიძის IV მ/რ-ის N23-24 კორპუსებთან.

ტერიტორია ადგილობრივი მცხოვრებლების თხოვნით განახლდა. სივრცე რამდენიმე სხვადასხვა ზონად დაიყო, მოეწყო ამფითეატრი და ტერიტორია შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა. N29 კორპუსთან მოეწყო საბავშვო-გასართობი მოედანი, დასასვენებელი პავილიონი. ორივე სკვერში ჩატარდა გამწვანების ღონისძიებები. 

სამუშაოების დაწყებამდე სარეაბილიტაციო პროექტები ადგილობრივ მოსახლეობასთან შეთანხმდა. ადგილობრივ მცხოვრებლებთან მსგავსი პროექტების რეაბილიტაციამდე განხილვა მნიშვნელოვანია მოსახლეობის საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობის პროცესში ჩართულობის უზრუნველყოფის, ასევე, მიმდინარე პროექტებზე მათი მოსაზრებების მოსმენისა და გათვალისწინების თვალსაზრისით.