კეთილმოწყობილი გამწვანებული სივრცეების შექმნა ვაკის რაიონის გამგეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ ეტაპზე დასასვენებელი სივრცეების რეაბილიტაცია ნუცუბიძის IV მ/რ-ის N23-24 და N29 კორპუსების მიმდებარედ იგეგმება.
სხვადასხვა ფუნქციურ ზონად დაყოფილი დასასვენებელი სივრცეები შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვება და გამწვანდება. სამუშაოების დაწყებამდე სარეაბილიტაციო პროექტები ადგილობრივ მოსახლეობას ვაკის რაიონის გამგებელმა დავით კვინიკაძემ გააცნო. ადგილობრივ მცხოვრებლებთან მსგავსი პროექტების რეაბილიტაციამდე განხილვა მნიშვნელოვანია მოსახლეობის საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობის პროცესში ჩართულობის უზრუნველყოფის, ასევე, მიმდინარე პროექტებზე მათი მოსაზრებების მოსმენისა და გათვალისწინების თვალსაზრისით. სკვერების პროექტების გარდა, ნუცუბიძის IV მ/რ-ის N23-24 კორპუსებთან ფერდის დამჭერი კედლები მოეწყო.