კეთილმოწყობილი გამწვანებული სივრცეების შექმნა ვაკის რაიონის გამგეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამჟამად, კიდევ ერთი დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია ნუცუბიძის IV მ/რ-ის N21 კორპუსის მიმდებარედ ხორციელდება.
ტერიტორიაზე მცხოვრებლებმა რამდენიმე რკინის კონსტრუქციის დემონტაჟი განახორციელეს. სივრცე შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვება, მოეწყობა საბავშვო მოედანი, ფიტნეს ზონა, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები. ადგილობრივ მოსახლეობას ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე, მაჟორიტარ დეპუტატებთან, გიორგი ტყემალაძესა და ნოდარ ტურძელაძესთან, ასევე, საკრებულოს წევრ ოთარ გრიგოლიასთან ერთად შეხვდა.