ვაკის რაიონში, ნუცუბიძის II მიკრორაიონის III კვარტლის N4 კორპუსთან დასასვენებელი სივრცის მოწყობა დასასრულს უახლოვდება.

სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე  შესაბამისი საპარკო ავეჯი დამონტაჟდა, მოეწყო საბავშვო-გასართობი ზონა, ასევე, ამჟამად მინი სპორტული მოედნის მოწყობა გრძელდება.  ტერიტორიაზე დაირგო მცენარეები. 

შესრულებულ სამუშაოს ადგილზე ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე გაეცნო.