თანამედროვე ცხოვრების სწრაფ რიტმში, როდესაც სტრესი და დაძაბულობა ყოველდღიურობის ნაწილად იქცა, სულ უფრო მეტი ადამიანი ეძებს გარემოს, რომელიც არა მხოლოდ საცხოვრებელ, არამედ მულტიფუნქციურ სივრცეს შესთავაზებს.
,,მეტროპოლის” ზღვისპირა აპარტამენტები სწორედ ამ მოთხოვნას პასუხობს. ეს არ არის საცხოვრებელი მხოლოდ ლამაზი ხედით. დეველოპერული კომპანია შავი ზღვის პირას სამ პროექტს ახორციელებს, რომლებიც ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად, საინვესტიციოდაც მომგებიანია.
ბათუმი, როგორც პრემიუმ ზღვისპირა ლოკაცია ინვესტიციებისთვის
ბათუმში ზღვისპირა ბინის შეძენა არის ინვესტიცია, რომელიც როგორც სტაბილური შემოსავლის, ისე მაღალი სტანდარტით ცხოვრების შესაძლებლობას იძლევა. ქალაქის სწრაფი განვითარება და ტურიზმის ზრდა კი უძრავი ქონების ღირებულებას ზრდის.
ბათუმის უნიკალურობა მის მრავალფეროვნებაშია. 7 კილომეტრიანი ბულვარი ზღვის სანაპიროს გასწვრივ, ისტორიული არქიტექტურა და თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსები მრავალფეროვან ურბანულ გარემოს ქმნის. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მიმდინარე მასშტაბური მშენებლობები კი ქალაქის, როგორც ბიზნესისა და ტურიზმის ცენტრის, სწრაფ ზრდაზე მიუთითებს.
,,მეტროპოლის" პროექტები ბათუმში
ბათუმში დეველოპერული კომპანია ,,მეტროპოლი" სამ გამორჩეულ პროექტს უდგას სათავეში. საინვესტიციო მიზნებისათვის შენდება ,,მეტროპოლ კუბი” და ,,მეტროპოლ ოვალი”, ხოლო საცხოვრებელ სივრცეებს ,,მეტროპოლ პარალელი” გთავაზობთ. თითოეული მათგანი გამორჩეულია არქიტექტურული ელემენტებით და პრემიუმ საცხოვრებელ გარემოს ქმნის.
,,მეტროპოლ კუბი" 42-სართულიანი კომპლექსია, რომელიც 332 პრემიუმ კლასის აპარტამენტსა და საერთაშორისო სასტუმრო ბრენდ Royal Tulip-ის ინფრასტრუქტურას აერთიანებს. კომპლექსში ინტეგრირებულია MICE ტურიზმზე ორიენტირებული ისეთი სივრცეები, მაგალითად, თანამედროვე საკონფერენციო დარბაზები, ბიზნეს ლაუნჯი და სხვა.
34-სართულიანი ,,მეტროპოლ ოვალი" არქიტექტურითა და შთამბეჭდავი პანორამული ხედებითაა გამორჩეული. კომპლექსმა, რომელიც 523 აპარტამენტს აერთიანებს, უკვე მიიღო საერთაშორისო აღიარება — მოიპოვა პრესტიჟული Luxury Lifestyle Awards 2024-ის ჯილდო ნომინაციაში "The Best Premium Hotel in Georgia".
,,მეტროპოლ კუბისა” და ,,მეტროპოლ ოვალის” გამორჩეული მახასიათებელია პროფესიონალური მართვის სისტემა. კომპანია Royal Tulip-თან პარტნიორობით აპარტამენტებს პროფესიონალური მიდგომით მართავს და გარანტირებულ საიჯარო შემოსავალს გთავაზობთ.
ამ ორ პროექტში ენერგოეფექტური ტექნოლოგიები, 24/7 უსაფრთხოების სისტემა და მრავალფუნქციური საერთო სივრცეები მაღალი ხარისხის საცხოვრებელ გარემოს ქმნის. საბოლოოდ კი ყალიბდება პრემიუმ სეგმენტის პროექტები, რომლებიც საინვესტიციო თვალსაზრისით მეტად ხელსაყრელი შეთავაზებაა. ამას რიცხვებიც მოწმობს — წლიური უკუგება დაახლოებით 12% შეადგენს, ხოლო უძრავი ქონების ფასი 15%-ით იზრდება.
ახლახან დაწყებული ,,მეტროპოლ პარალელი" კომპანიის განვითარების ახალ ეტაპზე მიუთითებს. პროექტი პრემიუმ კლასის საცხოვრებელ აპარტამენტებს მოიცავს. კომპლექსი გამორჩეულ ლოკაციაზე შენდება — ახალ გმირთა ხეივნიდან სულ რამდენიმე წუთში მდებარეობს და ბათუმის ცენტრალურ სტადიონს გადაჰყურებს.
საერთაშორისო აღიარება, რომელიც ხარისხზე მეტყველებს
2024-2025 წლები ,,მეტროპოლისთვის" განსაკუთრებულად წარმატებული აღმოჩნდა. გასულ წელს კომპანიამ სამი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა, მიმდინარე წელს კი დამატებით ორი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდა.
The Global Economics-მა ,,მეტროპოლი" ყველაზე მზარდი დეველოპერების სიაში შეიყვანა და 2024 წლის გამარჯვებულად დაასახელა. ეს ავტორიტეტული ბრიტანული ფინანსური გამოცემა იმ კომპანიებს ასახელებს, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ ადგილობრივი და გლობალური ეკონომიკის განვითარებაში.
პარალელურად, Luxury Lifestyle Awards-მა კომპანია 2024 წლის ას საუკეთესო პრემიულ დეველოპერს შორის დაასახელა. ეს ორგანიზაცია მსოფლიო ბაზარზე ისეთ კომპანიებს გამოარჩევს, რომლებიც ინოვაციური მიდგომებით, ორიგინალური დიზაინით, მაღალი ხარისხითა და მომსახურების სტანდარტებით გამოირჩევა. აღსანიშნავია, რომ შარშან ,,მეტროპოლმა" ამავე ორგანიზაციისგან ჯილდო ,,Metropol Oval"-ისთვისაც მიიღო. პროექტი საუკეთესო პრემიუმ სასტუმროდ დასახელდა.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით ,,მეტროპოლის” გაყიდვების გუნდს. მიიღეთ დეტალური ინფორმაცია საცხოვრებელი კომპლექსების, საიჯარო შემოსავლის, საინვესტიციო პერსპექტივების შესახებ. შეიძინეთ მშენებარე ბინები ბათუმში განვადებით და დაიწყეთ მომგებიანი საინვესტიციო თანამშრომლობა საერთაშორისოდ აღიარებულ დეველოპერთან.