• 2022 წელს, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მოზიდული პრემია 19 %-ით გაიზარდა
  • კომპანიას სადაზღვევო ბაზრის 18,5% უჭირავს

"ჯიპიაი ჰოლდინგისადაზღვევო ბაზარზე პირველობას მეექვსე წელია ინარჩუნებს. საქართველოს  დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურმა 2022 წლის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც , “ჯიპიაისადაზღვევო ინდუსტრიაში ყველაზე დიდი  წილი - 18,5 %  უჭირავს.  კომპანია  ლიდერია მოზიდული პრემიის მიხედვითაც - “ჯიპიაიმჯამში 162,336,985 მლნ ლარისპრემია  მოიზიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 19 % -ით აღემატება.

2022 წელს, ჰოლდინგის მიერ დაზღვეულებისთვის ანაზღაურებული ზარალი 111 მილიონი ლარი იყო.

ჯიპიაი ჰოლდინგისგენერალური დირექტორი - პაატა ლომაძ: „2022 წელი მნიშვნელოვანი იყო როგორც ზოგადა,  სადაზღვევო ინდუსტრიისთვის, ასევე ჩვენი კომპანიისთვის.  პანდემიის შემდეგ ქვეყნის ეკონომიკა დასადაზღვევო ბაზარიც გამოცოცხლდა, რა თქმაუნდა , ეს ჩვენ მაჩვენებელზეც პოზიტიურად აისახა.

2022 წლის ზრდის დინამიკ შედეგებზე უფრო მეტად 2023 წელს გამოჩნდება , ეს ტენდენცია უკვე სახეზეა.

სიახლეები დავნერგეთ თითქმის ყველა მიმართულებით - ელექტრონული არხების გაუმჯობესებასთან ერთად,  ბაზარზე უნიკალური  კონცეფციებიც  შევქმენით - მაგალითად ჩვენი ავტოდაზღვევის ახალიბრენდი - ავტო აქტივი და ავტო ფიქსი - პროდუქტი  ყველა კატეგორიის მომხმარებელზეა მორგებული. წინსვლა გვქონდა ზოგადად არასიცოცხლის დაზღვევის მიმართულებითაც - შევეცადეთ ამ ბაზარზეშემოვიტანოთ ჩვენი, როგორც წამყვანი ევროპული ჯგუფის, უპირატესობები დაგავაძლიეროთ ძალისხმევა, რომ ამ ინდუსტრიასაც მაღალი დონის სადაზღვევო მომსახურება შევთავაზოთ.  

ჩვენთვის, ცხადია, პრიორიტეტი  რჩება დაზღვეულებზე  ზრუნვა და მათზე ორიენტირებული პროდუქტების შექმნა, ხელმისაწვდომ სევისებთან ერთად - იქნება ეს საცალო, თუ კორპორაციული მიმართულებით

ზრდის მიუხედავად, რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოწვევა გვქონდა. მათშორის გამოვყოფდი  მაღალ ინფლაციას როგორც სამედიცინო, ისე ავტოდაზღვევის სფეროში  და ცვლილებას მომხმარებლის ქცევაში. პანდემიის შემდეგ  გაიზარდა სამედიცინო მომსახურების გამოყენების იხშირე. ნფლაციის გამო მცირედით მოიმატა პროდუქტების ფასმა, თუმცა მომხმარებელს გაუმჯობესებული პროდუქტები შევთავაზეთ,რაც მათ დადებითად მიიღეს და ეს აისახა კიდე ჩვენი გაყიდვების სტატისტიკაზე.  ჯამში, წლის როგორც მოზიდული პრემიის, ასევე მომგებიანობის გეგმა ევასრულეთ.“

ჯიპიაისთვისკვლავ  პრიორიტეტია რჩება მომხმარებლების კმაყოფილების მაღალი დონის შენარჩუნება, რაც შიდა კვლევებით 98%-96%-უტოლდება. სხვა ფაქტორებთან ერთად, ამ შედეგს კომპანიამ მომსახურების მუდმივი გაუმჯობესებითა და დაზღვევით სარგებლობის გამარტივებით მიაღწია. ვიყენებთ მრავალეროვან არხებს, იმისთვის რომ ხელმისაწვდომობა და მოხმარების გზები უფრო მარტივი და სწრაფი იყოს სხვადასხვა სეგმენტისთვის. 

ციფრული არხების განვითარება

2022 წელს მნიშვნელვანი ტექნოლოგიური სიახლეიყო დაზღვევის პორტალის Mygpi-ის გაუმჯობესება როგორც ავტოდაზღვევის, ისე ჯანმრთელობის ანაზღაურების გასამარტივებლად. მაგალითად, ავტოდაზღვევაში ზარალების 80% საშუალოდ 2 დღეში რეგულირდება, ხოლო მცირე ზარალები (1000 ლარის ფარგლებში) - იმავე დღეს. გაფართოვდა სამედიცინო პროვაიდერების რაოდენობა: დღეს 100-მდე კლინიკაში მხოლოდ ბარათით ან პირადობითაა მომსახურების მიღება შესაძლებელი - მომხმარებელი იხდის მხოლოდ თავის წილს, მიმართვის გენერირება კი ონლაინ - აპლიკაციითაა შესაძლებელი.

ტვირთების და კონტეინერების დაზღვევისპორტალი - mycontainers.ge

2022 წელს კომპანიას  მნიშვნელოვანი წინსვლაჰქონდა ტვირთების და კონტეინერების დაზღვევის მიმართულებით.  ასევე, განახლდა და გაუმჯობესდა

გადამზიდავების პასუხისმგებლობის დაზღვევის პროდუქტი. ამ  ბაზარზე გაფართოება  ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და 2022 წელი ამ მხრივ წარმატებული იყო . გასულ წელს, ჯიპიაიმ გააუმჯობესა როგორც პროდუქტი, ასევე შექმნა ონლაინ პლატფორმა: Mycontainers.ge - სადაც მომხმარებელს  ერთ სივრცეში, სადაზღვევო აგენტის ჩართულობის გარეშე,  აქვს შესაძლებლობა დისტანციურად მართოს სადაზღვევო პროცესები -  ექმნას ახალი  პოლისი, დააგენერიროს ინვოისები, გადაიხადოს პრემია და ..

ყველა დიდი და ძლიერი საცალო გაყიდვებისქსელი

ჯიპიაი ჰოდინგი” 250,000 -მდე  დაზღვეულს ემსახურება , მთელი ქვეყნის მასშტაბით. იმისთვის, რომ მომხმარებელს სრულყოფილი მომსახურება შესთავაზოს, კომპანიას კომუნიკაციისთვის  მრავალფეროვანი არხები აქვს. ონლაინ მომსახურებასთან  ერთად, დაზღვეულთან პირისპირ კონტაქტი ისევ  პრიორიტეტად რჩება. სწოედ ამიტომჯიპიაისყველაზე დიდი საცალო გაყიდვების ქსელი აქვს და მომხმარებელს გაყიდვების პროფესიონალთა გუნდი საქართველოს ყველა კუთხეში ემსახურება.  

პირისპირ კომუნიკაციასთან ერთად,  “ჯიპიაი”-ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა გამართული დამაღალგანვითარებული ციფრული სერვისებია. ონლაინ პლატფორმა Mygpi.ge (ვებგვერდი და მობილური აპლიკაცია ) მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, შეიძინოს დაზღვევა და სრული მომსახურება ონლაინ მიიღოს. დაზღვეულების 90% უპირატესობას ანაზღაურების მისაღებად სწორედ ციფრულ სერვისებს ანიჭებს.

ყველა დიდი დამსაქმებელი სადაზღვევო ბაზარზე

უნდა აღინიშნოს, რომ კომპანია სადაზღვევო ბაზარზე ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია - 650 თანამშრომლით. კანდიდატებისთვის ჯიპისასურველი დამსაქმებელია, რადგან წლების გამოცდილება აჩვენებს, რომჯიპიაი ჰოლდინგიორიენტირებულია თანამშრომელს შეუქმნას ზრდისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარმო.

  

*** 

დაზღვევის სახელმწიფო ედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, 2022 წელს , სადაზღვევო კომპანიების მოზიდულმა პრემიამ ჯამში 909,6 მლნ ლარი შეადგინა რაც 17,7 % იან ზრდას გულისხმობს. წმინდა მოგება კი 40 მილიონიდან 39,2 მლნ ლარამდე შემცირდა. ბაზარზე ყველაზე დიდი წილი (41%) ისევ ჯანმრთელობის დაზღვევას უჭირავს.“ჯიპიაი ჰოლდინგიაქაც  უპირობო ლიდერია.

ჯიპიაი ჰოლდინგიქართულ სადაზღვევო ბაზარზე 22 წელია წარმოდგენილია დასტაბილურად ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს. კომპანია ლიდერია როგორც კორპორატიული, ისე საცალო დაზღვევის მიმართულებით. “ჯიპიაიპირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც მომხმარებელს სრულად დისტანციური სადაზღვევო სერვისები შესთავაზა.  “ჯიპიაი ჰოლდინგი2006 წლიდან,  „ვენის სადაზღვევო ჯგუფის წევრია“. “ვენის სადაზღვევო ჯგუფიერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორია საქართველოს ბაზარზე. ის ლიდერია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში და ევროპის 25 ქვეყნის 50 კომპანია ფლობს და მართავს.