კომპანია iTechnic-ი იურისტი გიორგი ცერცვაძე Iphone+-ის დამფუძნებელ მამუკა მარღიშვილის გუშინდელ განცხადებას პასუხობს და აცხადებს, რომ ის არ არის თბილის სააპელაციო სასამართლოს თავმჯომარე ვალერიან ცერცვაძის ბიძაშვილი და მასთან არანაირი კავშირი აქვს. ასევე კომპანია iTechnic-ი ავრცელებს განცხადებას, რომ პარასკევს 18 ოქტომბერს გაიმართება პრესკონფერენცია სადაც "წარმოდგენილი იქნება მტკიცებულებები, სადაც იკვეთება კონკრეტული სუბიექტების დანაშაულები, ასევე საკმაოდ ბევრი საინტერესო დეტალი".
„მე ცოტა ხნის წინ გავეცანი "აიფონ პლუსის" განცხადებას, მიმაჩნია რომ გამოთქმული ბრალდებები არის სრული აბსურდი და მას არანაირი კავშირი არ აქვს რეალობასთან. ეს არის შემთხვევითი ფაქტების ნაკრები. სინამდვილეში მიმდინარეობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები, რომელიც დაიწყო კომპანია "აიტექნიკმა" კონკურენციის სააგენტოში. კერძოდ, კონკურენციის სააგენტოში წარვადგინეთ საჩივარი, ხოლო სასამართლოში სარჩელი. საჩივარი, რომელიც არის კონკურენციის სააგენტოში წარდგენილი ითვალისწინებს იმას, რომ ეს სამი კომპანია, iPlus, Apple city და iStyle არიან კარტელურ გარიგებაში ერთმანეთთან და ამით აზარალებენ, როგორც მომხარებელს ,ასევე ბაზრის სხვა მონაწილეებს. ისინი შეთანხმებულად მოქმედებენ ბაზარზე, რაც იწვევს ფასების მატებას და კონკურენტების ბაზრიდან განდევნას.
რაც შეეხება სასამართლოს, სასამართლოში აიტექნიკი ითხოვს აიპლუსის მიერ მიყენებული ზარალის ანაზღაურებას. აიპლუსს არ აქვს სამართლებრივი არგუმენტები, იმ მტკიცებულებებისა და არგუმენტების გასაბათილებლად, რომელიც ჩვენ წარვუდგინეთ ,როგორც სასამართლოს, ასევე კონკურენციის სააგენტოს. ამიტომ მათ გადაწყვიტეს კამერებით დაიცვან თავი და არა იმ სამართლებრივი პროცედურებით ,რომელიც არის ზოგადად გათვალისწინებული. აიპლუსმა უნდა გაითვალისწინოს ის, რომ იმ მეთოდებით რითაც ის ოპერირებდა ბაზარზე , უკვე ოპერირებას ვეღარ გააგრძელებს. არსებობს კანონი და არსებობს სასამართლო.
რაც შეეხება ბრალდებას ცერცვაძესთან დაკავშირებით არის სრული აბსურდი, რადგან მე არ ვარ ვალერი ცერცვაძის ბიძაშვილი და არანაირი კავშრი არ მაქვს მასთან. ჩვენი საერთო გვარი უბრალოდ დამთხვევაა და ეს არ ნიშნავს რომ ჩვენ ნათესაობა გვაკავშრებს. ამ ადამიანთან არანაირი შეხება არ მქონია არასდროს. ჩემთვის რამდენადაც არის ცნობილი კომპანიის დამფუძნებელი არის ბექარ მიქუჭაძე, რომელიც არის აიტექნიკის დირექტორი, ხოლო გვანცა მიქუჭაძე არის მისი და, ის ეხმარება თავის ძმას ბიზნესის ოპერირებაში. მე 2016 წლის მარტიდან მაქვს აიტექნიკთან ურთიერთობა და არასდროს ჩემთვის არ გამხდარა ცნობილი ,რომ ვალერი ცერცვაძე იღებდეს მონაწილეობას რაიმე ტიპის გადაწყვეტილების მიღებაში", - განაცხადა გიორგი ცერცვაძემ, კომპანიის იურტმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ Iphone+-ის დამფუძნებელმა მამუკა მარღიშვილმა გამართა საგანგებო პრესკონფერენცია სადაც განაცხადა, რომ iphone+ ტოვებს ტექნიკის ბაზარს, რადგან შეუძლებელია ასეთ პირობებში კონკურენცია. მამუკა მარღიშვილმა პრეკონფერენციაზე დაასახელა კონკრეტული პირები ვინც ცდილობდა მისი კომპანიის გაკოტრებას, მათ შორის არის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძე, რომლის ცოლის ძმაა კონკურენტი კომპანია iTechnic-ს 100%-იანი მფლობელია, ხოლო ვალერიანის ცოლი გვანცა მიქუჭაძე ფაქტიურად კომპანიის მმართველია.




