როგორც ჩემთვის არის ცნობილი, პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი რუსეთიდან 1998 წელს წამოვიდა და შემდეგ იქ ფეხი არ შეუდგამს. 2004 წელს კი გაყიდა მთავარი აქტივები. თანხა კი დასავლეთის ბანკებში დადო. - ამის შესახებ გადაცემაში "იმედი LIVE" ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ განაცხადა.
„პიროვნულად იგი იქიდან (რუსეთიდან) ძალიან დიდი ხანია წამოსულია. ქვეყანამ რა გააკეთა, რომ პრორუსულისკენ წასულიყო?! დიპლომატიური ურთიერთობა ახლაც არ გვაქვს. უკრაინას ჰქონდა მაიდანის შემდეგ, თუ არ ვცდები 2022 წელს გაწყვიტეს და ჩვენ საერთოდ არ გვქონია და ახლაც არ გვაქვს. ჩვენ ყველაფერში უკრაინას დავუჭირეთ მხარი რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენი მეზობლებივით, თავი კი არ შეგვიკავებია, რომელთაც ბაიდენიც იღებს და არავინ ერჩის და სანქციების დაწესებას არ უპირებენ. სადაც შეგვეძლო, ყველგან უკრაინას დავუჭირეთ მხარი“, - განაცხადა ირაკლი რუხაძემ.