საქსტატის საწარმოთა საქმიანობის შედეგების თანახმად, 2026 წლის II კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 11.9%-ით გაიზარდა და 67.5 მილიარდი ლარი შეადგინა.

ბრუნვის მოცულობის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი - 36.5%, მოდიოდა ხელოვნება, გართობა და დასვენების დარგზე, მეორე ადგილს იკავებდა ვაჭრობა (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით) 32.4%-იანი წილით, შემდეგ მოდიოდა დამამუშავებელი მრეწველობა — 8.1%-იანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება — 4.8%-იანი წილით, მშენებლობა — 4.8%-იანი წილით, ინფორმაცია და კომუნიკაცია — 3.4%-იანი წილით, ხოლო 10% დანარჩენ დარგებზე განაწილდა.

ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც და მისი მოცულობა 25.7 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 10.7%-ით მეტია.

ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის 69.8% მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 11.6% — საშუალოზე, 18.6% კი — მცირე ბიზნესზე. განსხვავებული განაწილება იყო პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა პროდუქციის გამოშვების 48.6%, საშუალოზე — 23.6%, ხოლო მცირე ბიზნესზე — 27.8%.

პროდუქციის გამოშვებაში პირველ ხუთ ადგილს დამამუშავებელი მრეწველობა (20.5%), ვაჭრობა (18%), მშენებლობა (14.4%), ტრანსპორტი და დასაწყობება (9.8%) და ინფორმაცია და კომუნიკაცია (8.9%) იკავებდა, ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში ჯამურად 28.4%-იანი წილი ეჭირა.

2026 წლის II კვარტალში, საწარმოებმა სულ 32.5 მილიარდი ლარის (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.9%-ით მეტი) საქონელი და მომსახურება იყიდეს, ხოლო მათ შორის გადასაყიდად განკუთვნილი საქონელი და მომსახურება 19.4 მილიარდი ლარის (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 9.3%-ით მეტი) იყო.

რეგიონების მიხედვით მთლიან ბრუნვასა (79.4%) და პროდუქციის მთლიან გამოშვებაში (63.6%) თბილისი ლიდერობს.