ბაგა-ბაღ Happy House-ის აღმზრდელ-პედაგოგები, ბავშვთან ურთიერთობის ფორმებსა და აღზრდის სწორე მიდგომებზე საუბროებენ. ბაღის ფსიქოლოგი, ელენე ცხადაძე და ხელოვნებისა და არტ-თერაპიის პედაგოგი, გნაცხა ჯალაღანია, პროფესიულ გამოცდილებას გვიზიარებენ და მითი მუშაობის სპეციფიკაზე საუბრობენ.
"ბავშვებთან არ ვმუშაობ ისე, როგორც სტანდარტული ფსიქოლოგი. ბავშვები ჩემთან არ შემოყავთ ცალკე განკუთვნილ ოთახში. მე ვარ ადამიანი, რომელიც ახალმოსულებს ეხმარება ადაპტირებაში. მეც მათთან ერთად ვერთობი და ვთამაშობ, ასე ვაკეთებ ჩემს საქმეს, ამას ბავშვები ვერც კი ხვდებიან. ჩემი მიზანია მაქსიმალურად გავხსნა ისინი და შევაყვარო გარემო,რომელშიც იმყოფებიან. ბავშვი უნდა იყოს მეგობარი, ასეა მშობლების შემთხვევაშიც. სამწუხაროდ, თანამედროვე მშობლები ვერ ახერხებენ შვლებთან სათანადო დროის გატარებას. იმ მონაკეთშიც, როცა ერთად არიან, ბავშვმა უნდა იგრძნოს, რომ მშობელი უგებს და ეხმარება. მათ აუცილებლად უნდა ჰქონდეთ საერთო ინტერესის სფერო. საქმე, რომლითაც გაერთობიან. ბავშვმა უნდა იგრძნოს, რომ დედა ან მამა არაა დიქტატორი.“- განაცადა ელენე ცხადაძემ.
განსხვავებულია ხელოვნების პედაგოგის, გვანცა ჯალაღანიას საქმიანობა. მისი თქმით, ბავშვებს ძალიან უყვართ მისი გაკვეთილი და ყოველთვის ახარებთ მუშაობაც.
„სფერო, რომელსაც მე ვასწავლი ძალიან მხიარული და პოზიტიურია.გვაქსვ ძალიან ბევრი ფერი. ყველაზე მეტად ბავშვებს ხელებით ხატვა უყვართ. ის, რასაც სახლში ხშირ შემთხვევაში უშლიან. Happy House-ში სხვა მიდგომები გვაქვს. იმის უფლებას ვაძლევთ ბავშვს, რაც მათ ძალიან უხარიათ. ეს არ არის მხოლოდ თეორიული მუშაობა. ჩვენ ვსწავლობთ თამაშით. ბავშვების ნახატებს, თვითონ ბავშვები აფასებენ და ერთმანეთს სტიკერებით ახალისებენ.- განაცხადა გვანცა ჯალაღანიამ.
ბაგა-ბაღის დირექტორის, ეკა გოგუას განცხადებით, HAPPY HOUSE-ში მომუშავე ყველა პედაგოგს გავლილი აქვს გადამზადების შესაბამისი კურსი. უმეტესობა მათგანს, აქვს რთული ქცევის ბავშვებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. მისივე ქმით, საბავშვო ბაღში აქტივობები ტარდება, როგორც ბაღის ტერიტორიაზე, ასევე ვაკის პარკში, ზოოპარკში, კუს ტბასა და ეთნოგრაფიულ მუზეუმში, რაც ამ პროცესს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. ბაღში ძირითადი საგნების გარდა, ასევე შეისწავლება ინგლისური, რუსული, მათემატიკა, ხატვა, ხელოვნება, არტ-თერაპია, ვოკალი, ჭადრაკი. მსურველებისთვის ასევე ფუნქციონირებს საცურაო აუზიც. რაც შეეხება ქვიშის თერაპიას, გაკვეთილი ამ შემთხვევაში ტარდება, ბაღის საკუთრებაში არსებულ ღია ვერანდაზე, რომელიც მწვანე საფარით არის დაფარული. თბილ დღეებში, ბავშვები ძირითადად ვერანდაზე მუშაობენ, ერთვებიან სხვადასხვა აქტივობებში, ისვენებენ და მიირთმევენ ხილს.
ბაგა-ბაღი HAPPY HOUSE-2015 წლიდან ფუნქციონირებს და ვაკის საცურაო აუზის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. ოჯახური და მყუდრო გარემო, ბავშვებისთვის უფრო საყვარელსა და მიმზიდველს ხდის ამ ადგილს.