პირველ რიგში საზოგადოებას მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ მამუკა ხაზარაძეს და მის შექმნილ კომპანიებს წელიწადში ასობით მილიონი შეაქვს ქვეყნის ბიუჯეტში, შესაბამისად ამ ოჯახის მილიარდობით გადასახადია ქვეყნის ეროვნულ ბიუჯეტში შეტანილი წლების განმავლობაში - ამის შესახებ "ლელო - ძლიერი საქართველოს" წარმომადგენელმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა

"მათ ენაზე ვეტყვი - რა "მელკი" ხალხიც არიან, ისეთივე "მელკი და მეშჩან" თემებს დასდევენ. ბოლო რამდენიმე დღეა, ოლიგარქის ლეკვების შეტევის მთავარი ობიექტი "ლელო - ძლიერი საქართველო" გახდა, გასაგებია ვაწუხებთ... 
პირველ რიგში საზოგადოებას მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ მამუკა ხაზარაძეს და მის შექმნილ კომპანიებს წელიწადში ასობით მილიონი შეაქვს ქვეყნის ბიუჯეტში, შესაბამისად ამ ოჯახის მილიარდობით გადასახადია ქვეყნის ეროვნულ ბიუჯტეში შეტანილი წლების განმავლობაში, და რომ არა ეს ყოვლად კორუფციის ჭაობში ჩამხრჩვალი ხელისუფლება ეს თანხები უნდა ხმარდებოდეს სწორედ ქართველი ხალხის სოციალურ ეკონომიკურ განვითარებას. 
ამიტომ განსხვავებით ტოტალურ კორუიფციაში ჩამხრჩვალი პაპუაშვილსიგან მდინარაძისგან და კობახიძისგან, თუ ვინმეს აქვს შეტანილი თანხები ეროვნულ ბიუჯეტში და არა გამოტანილი და მოპარული, ეს არის სწორედ მამუკა ხაზარაძე. 
რაც შეეხება ამ კონკრეტულ საკითხს, ეს არის მარტივი საკითხი, რომელსაც პროპაგანდისტული მედია ლამის მთელი კვირაა თითზე იხვევს, მაგრამ ყველაფერი არის მარტივად, ადგილი ჰქონდა ტექნიკურ შეცდომას. პრობლემა იქნა ოჯახის მიერ აღმოჩენილია და ამას ხაზი მინდა გავუსვა. ოჯახის მიმართვის საფუძველზე მიეცა ამ ყველაფერს მსვლელობა და ოჯახის ინიციატივითვე ამოიწურა ეს საკითხი სრულად.- განაცხადა გეგელიამ.  

ცნობისთვის, შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სიცრუეა ხაზარაძის და მისი თანაპარტიელების განცხადება, თითქოს მათ აღმოაჩინეს "ტექნიკური გაუგებრობა" და თავადვე მოახდინეს ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანების ანგარიშსწორება