18 თებერვალს თბილისში 2026 წლის სტუმარმასპინძლობის საინვესტიციო ფორუმი გაიმართა, რომელმაც გლობალური სასტუმროების ბრენდების, რეგიონული განვითარების ლიდერების, დეველოპერების, ინვესტორების, ფინანსური და საჯარო სექტორის წარმომადგენლები გააერთიანა.
ფორუმზე, მაღალი დონის პანელურ დისკუსიაში - „საქართველოს ტურიზმის ისტორია: რა აქცევს ინტერესს ინვესტიციად?“ - მონაწილეობა მიიღო გალტ & თაგარტის კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ევა ბოჭორიშვილმა, რომელმაც ტურიზმის სექტორის დინამიკა და საინვესტიციო მზაობის საკითხები მიმოიხილა.
პანელურ დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებმაც განიხილეს, როგორ გარდაიქმნება მზარდი ტურისტული ინტერესი რეალურ საინვესტიციო პროექტებად -სასტუმროებად, კურორტებად, შერეული დანიშნულების თუ სხვა ტიპის აქტივებად.
დისკუსიისას ყურადღება გამახვილდა კაპიტალის განაწილებაზე, ინსტიტუციური დაფინანსების როლზე, რისკების შემცირების მექანიზმებზე, ბანკების ჩართულობაზე სასტუმროების განვითარებაში და სხვა საკითხებზე.
ფორუმი წარმოადგენდა მნიშვნელოვან პლატფორმას B2B შეხვედრებისა და სტრატეგიული პარტნიორობების განხილვისთვის, რაც სექტორში კონკრეტული პროექტების ფორმირებას და განხორციელებას უწყობს ხელს.




