„ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი” (ესკო) 2026 წლის მაისის თვის ელექტროენერგიის ბალანსის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.
ესკოს მონაცემებით, 2026 წლის მაისში საქართველოში წარმოებული იყო 1,188650 მლრდ კვტსთ ელექტროენერგია, რაც 9,0%-ით ნაკლებია წინა წლის მაისში წარმოებულთან (1,306732 მლრდ კვტსთ) შედარებით.
საქართველოს მიერ მაისში მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობამ შეადგინა 1,152687 მლრდ კვტსთ, რაც წინა წლის მაისში მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობას (1,119065 მლრდ კვტსთ) 3,0%-ით აღემატება.
2026 წლის იანვარ-მაისში საქართველოში წარმოებული იყო 5,346751 მლრდ კვტსთ ელექტროენერგია, რაც 1,2%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდში წარმოებულთან (5,283552 მლრდ კვტსთ) შედარებით.
საქართველოს მიერ იანვარ-მაისში მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობამ შეადგინა 6.415725 მლრდ კვტსთ, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობას (6,063148 მლრდ კვტსთ) 5,8%-ით აღემატება.
ესკოს ვებგვერდზე არსებული მონაცემების თანახმად, წელს, იანვარ-მაისში:
თბოსადგურებმა 1,211026 მლრდ კვტსთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 245,397 მლნ კვტსთ-ით ანუ 25,4%-ით მეტია;
ქარის სადგურებმა 50,794 მლნ კვტსთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს;
მზის სადგურებმა 6,736 მლნ კვტსთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს;
მარეგულირებელმა ჰიდროსადგურებმა 1,433874 მლრდ კვტსთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20,602 მლნ კვტსთ-ით ანუ 1,4%-ით ნაკლებია;
სეზონურმა ჰიდროსადგურებმა 2,153122 მლრდ კვტსთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს, რაც 171,193 მლნ კვტსთ-იანი ანუ 7,4%-იანი 4,4%-იანი კლებაა;
მცირე სიმძლავრის სადგურებმა 491,197 კვტსთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს, რაც 14,493 მლნ კვტსთ-იანი ანუ 2,9%-იანი კლებაა.
იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობამ 1,151706 მლრდ კვტსთ შეადგინა, რაც 16,6%-იანი მატებაა.
ექსპორტზე გატანილი ელექტროენერგიის მოცულობამ 82,732 მლნ კვტსთ, რაც შარშანდელთან შედარებით 60,3%-იანი კლებაა და 2006 წლის შემდგომი პერიოდის ყველაზე მცირე მოცულობაა.




