საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით,  დეკემბერში დეპოზიტების მოცულობა წინა თვესთან შედარებით 371.9 მლნ ლარით გაიზარდა და 58.3 მილიარდი ლარი შეადგინა. წინა წელთან შედარებით დეპოზიტების მოცულობა 13.4%-ით გაიზარდა.

დეკემბერში შინამეურნეობების ლარის დეპოზიტები წლიურად (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით) 13.7%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ წინა თვესთან შედარებით შინამეურნეობების ლარიზაცია 0.6%-ით გაიზარდა.  

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის დეკემბრის მონაცემებით  წინა წელთან შედარებით ვადიანი დეპოზიტების მოცულობა 34%-ით გაიზარდა და 26.39 მლრდ ლარი შეადგინა.  

დეკემბრის მონაცემებით, ლარის ვადიანი დეპოზიტების მოცულობა წლიურად (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით)  38.23% -ით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვადიანი დეპოზიტების მოცულობა წლიურად 29.5%-ით გაიზარდა.