ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ჭავჭავაძის გამზირის N75-ის ტერიტორიაზე დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

სამუშაოების შედეგად, 3 400 კვ. მ ფართობზე სკვერის სივრცე წესრიგდება, დამონტაჟდება შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა, მოეწყობა საბავშვო-გასართობი ზონები, რეაბილიტირდება სპორტული მოედანი, სადაც კეთდება ახალი საფუძველი, მოეწყობა ორი სავარჯიშო მოედანი და ძაღლების გასასეირნებელი სივრცე. გარდა ამისა, სკვერი გამწვანდება.

სულ, მიმდინარე წელს დასასვენებელი სივრცე 11 მისამართზე კეთილმოეწყობა.