"გირჩის" წევრი რაქვიაშვილი კი აცხადებს, რომ საბოლოო ჯამში, "ნაცური პარტიების გაერთიანება-დაშლის შედეგად არაფერი იცვლება":
"საბოლოო ჯამში, ნაცური პარტიების გაერთიანება-დაშლის შედეგად არაფერი იცვლება შინაარსობრივად, რადგანაც მათი ელექტორატი ასე თუ ისე, გასაგებია. იყო დრო, როდესაც გახარიებს ჰქონდათ კოალიცია საკრებულოებში ნაცებთან... ამიტომ, წარსული გამოცდილება აქვთ. მაგრამ არ მგონია, რომ ეს ახლო მომავალშიმოხდეს", - აცხადებს პარტია "გირჩის" სათათბიროს წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი.




