ვაკის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლების პროცესი გრძელდება. ამ დროისთვის გზა ახალდაბაში, იეთიმ გურჯის ქუჩაზე ეწყობა. ტერიტორია დაზიანებული იყო, შესაბამისად გადაადგილება - პრობლემური. 

სამუშაოების შედეგად, დაახლოებით, 2 000 კვ. მ ფართობზე ეწყობა გზის საფუძველი, საყრდენი კედელი, სანიაღვრე ქსელი. პროექტის ბოლო ეტაპზე დაიგება ასფალტის ორფენიანი საფარი. შედეგად გადაადგილება უფრო კომფორტული და უსაფრთხო გახდება.

პროექტს, გამგეობის დაკვეთით, შპს „ლუკრი“ აწარმოებს. სამუშაო პროცესს ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე გაეცნო.  

სულ, მიმდინარე წელს ვაკის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურა 42 300 კვ.მ ფართობზე  რეაბილიტირდა.