18 ოქრო, 72 ვერცხლი და 220 ბრინჯაო! - ასეთი შედეგებით დასრულა ღვინის საერთაშორისო კონკურსი IWSC, რომელშიც წელს უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობის 170-ზე მეტი კომპანიის 520 ღვინო იყო წარმოდგენილი. კონკურსის გამარჯვებულები ცნობილია - კომპეტენტური ჟიურიმ გამოავლინა ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მფლობელი ღვინოები და თითოეულს შესაბამისი შეფასება და რეკომენდაცია მისცა. კონკურსზე დარეგისტრირებული 520 ღვინოდან მედალი 310 მათგანს გადაეცა. აღსანიშნავია, რომ ყველა ოქრო ქართველმა მწარმოებლებმა მიიღეს. ხოლო 72 ვერცხლიდან 1 მედალი სომხეთის კომპანიას ერგო, ხოლო 220 ბრინჯაოს მედლები ასე გადანაწილდა: 196 ქართულმა მეღვინეობამ, 22 სომხეთისა და 2 აზერბაიჯანულმა კომპანიებმა მიიღეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველო ღვინის საერთაშორისო კონკურსს, IWSC Wine Judging in Georgia-ს უკვე მეორედ უმასპინძლა და მასში მონაწილეობა კომპანიებისთვის ერთგვარ პრესტიჟად და ტრადიციად ჩამოყალიბდა. კონკურსში გამარჯვებულებმა ჯილდოს გარდა ჟიურისგან მიიღეს ის, რაც თანამედროვე ღვინის ინდუსტრიაში ყველაზე მეტად ფასობს - ახალი უნარები, ცოდნა და გამოცდილება.
„საქართველო ნამდვილად უნიკალური ადგილია მსოფლიო ღვინის ინდუსტრიაში. აქვს განსაკუთრებული და მდიდარი ღვინის ისტორია. აქ ძალიან განსხვავებული ღვინოებია. მოხარული ვარ რომ ეს კონკურსი კიდევ ერთხელ საქართველოში ჩატარდა. ჩვენი სურვილია საქართველოს ცნობადობა ავამაღლოთ და განვათავსოთ მსოფლიო ღვინის რუქაზე,“ - ქართული ღვინის უნიკლაურობაზე საუბრობს IWSC აღმასრულებელი დირექტორი, კრისტელ გიბერი
„საქართველო არის ქვეყენა, რომელსაც დიდ და განსაკუთრებულ პატივს ვცემ, აქ მსაჯობა ჩემთვის ძალიან კარგი გამოცდილება იყო, ის განვითარება მე რაც 5 წლის განმავლობაში ვნახე ნამდვილად შოკის მომგვრელია, მთავარი გზავნილი იქნება ჩემგან: განაგრძეთ წინსვლა!,“ - აღნიშნავს ჟიურის თავმჯდომარე, ღვინის აღიარებული მაგისტრი Cata d'Or-ის პრეზიდენტი და United Cellars-ის გლობალური კონსულტანტი, ალისტერ კუპერი.
მნიშვნელოვანია, რომ წელს, გურჯაანის ღვინის ფესტივალთან და საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან პარტნიორობით, კონკურსი რეგიონულ ღონისძიებად გადაიქცა, რაც ნიშნავს იმას, რომკომპეტენტური ჟიური საქართველოში წარმოებულ ღვინოებთან ერთად კონკურსზე სომხეთისა და აზერბაიჯანის ღვინოებსაც აფასებდნენ. კონკურსი მეღვინეებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, წარმოაჩინონ თავიანთი ღვინოები ჟიურის წევრების, ინდუსტრიის საერთაშორისოდ აღიარებული, ავტორიტეტული ექსპერტების წინაშე. ჟიურის წევრები კიდევ ერთხელ დაარწმუნა იმაში, რომ საქართველო ღვინის წარმოებით მდიდარი ქვეყანაა და 8000 წლიანი ისტორიით საპატიო ადგილს იმსახურებს მსოფლიო ღვინის რუქაზე.
„საკმაოდ მნიშვნელოვანი კონკურსი ჩატარდა საქართველოში. ვფიქრობ რომ შარშანდელმა წარმატებამ განაპირობა ის რომ, წელს უკვე მეორედ ტარდება ეს კონკურსი. IWSC-ს ჯილდო შედის მსოფლიო ჯილდოების ტოპ სამეულში. შესაბამისად, იმ კომპანიებისთვის, რომელიც ეს დაიმსახურეს, საკმაოდ დიდი წარმატებაა და კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი უცხოეთის ბაზრებზე გასასვლელად. ის განსაკუთრებით პრესტიჟულია აშშ, დიდი ბრიტანეტისა და ევროპის ბაზრებზე“, - მიაჩნია ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს ლევან მეხუზლას.
„წელს კონკურსმა რეგიონული სახე მიიღო, ინტერესი გამოიჩინეს და მონაწილეობა მიიღეს, როგორც სომხურმა ასევე აზერბაიჯანულმა ღვინის მწარმოებელმა კომპანიებმა .მომავალ წელს იგეგმება კონკურსის გაფართოება რეგიონის ჭრილში, შესაბამისად, კონკურსი კიდევ უფრო მეტ ქვეყანაშ მოიცავს. ეს ცხადყოფის კიდევ ერთხელ იმას, რომ საქართველო არის ღვინის სამშობლო, შესაბამისად, აქ უნდა მოხდეს ამ რეგიონში არსებული ღვინოებისკონცეტრირება“, - განმარტავს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი.
„ვიყავი წარმოდგენილი 4 პოზიციით. ავიღეთ 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო. ჩვენი კომპანიისთვის ეს ძალიან დიდი წარმატებაა. ჩვენ 2 წელია, რაც დავიწყეთ ფუნქიონირება, სასიხარულოა, რომ ამ მოკლე დროში და ასეთი მნიშვნელოვანი კონკურსის პირობებში შევძელით 4 მედლის მოპოვება. ბუნებრივია, ეს ძალიან დიდი სტიმულია და უფრო მეტი გაათმაგებული ენერგიით გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას“, - აღნიშნავს ერთ-ერთი გამარკვებული მეღვინეობა „ბრიცას“ დამფუძნებელი გიორგი ჩივიაშვილი.
“4 ოქრო, 4 ვერცხლი, 4 ბრინჯაო - საკმაოდ დიდი წარმატებაა ჩვენთვის. წელს პირველად ვმონაწილეობდით კონკურსში და ასეთი წარმატება საკამაოდ მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით მაშინ როცა შენს პროდუქტს ასეთი გამოცდილი ექსპერტები აფასებენ. ფერი, არომატი, ტექნოლოგია და ხარისხი - ეს ის ძირითადი კრიტერიუმები იყო, რასაც დეგუსტაციის დროს ყველაზე დიდი ყურადღება ექცევა. “ აღნიშნავს „მილდიანის“ დამფუძნებელი ელდარ მილდიანი.
შეგახსენებთ, რომ ღვინის საერთაშორისოკონკურსის მსაჯების გუნდს, რომელიც საქართველოს ესტუმრა, ჟიურის თავმჯდომარე, ღვინის აღიარებული მაგისტრი Cata d'Or-ის პრეზიდენტი და United Cellars-ის გლობალური კონსულტანტი ალისტერ კუპერი ხელმძღვანელობს. ალისტერს შეუერთდnen საერთაშორისო მსაჯები - ღვინის ბაიერები, უფროსი სომელიეები და ღვინის კონსულტანტები. ჟიურის წევრები არიან: სალვატორე კასტანო - 2021 წლის ევროპის საუკეთესო სომელიე და სავაჭრო მრჩეველი „Fiarwood”-დან, მელანია ბეტისტონი, რომელმაც 2022 წელს ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა სომელიეს ტიტული მოიპოვა და „ჰარბორის“ ტოპ 25 სომელიეთა შორისაა, ქეთ ლომაქსი - “The Drinks Business”-ის მიერ დაჯილოებული წლის საუკეთესო საცალო ბაიერი, დევიდ კერმოდი - ღვინის მწერალი, BBC Breakfast-ის და Channel 5 News-ის ჟურნალისტი, ლუკ ჰარბორი - უფროსი სომელიე The Pig Hotel-დან, ზარა სერობიანი- ღვინის ექსპერტი, Ginvino-სა და Wine Origins-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, გეორგიოს იორდანიდისი - ღვინის ექსპერტილონდონში მუშაობის 10 წლიანი გამოცდილებით, ვილ ჰილი - ღვინის ბაიერი და ემა პენმანი, უმსხვილესი ბრიტანული სუპერმაკეტების ქსელის Waitrose & Partners-ის ღვინის ბაიერი.
IWSC-ის ღვინის საერთაშორისო კონკურსის ჟიურის ადგილობრივი მსაჯები ღვინის სფეროსპროფესიონალები არიან: ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა, ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე ანა გოდაბრელიძე, საქართველოს 2020-2021 წლების ჩემპიონი სომელიე ჯაბა ძიმისტარიშვილი და ღვინის ექსპერტი მაგდა სურგულაძე.
ცნობისათვის, შარშან კონკურსზე 150 -ზე მეტი კომპანიის 487 ქართული ღვინო დარეგისტრირდა. IWSC-ის მედლები კი ასე განაწილდა: 16 ოქრო, 63 ვერცხლი და 209 ბრინჯაო. პირველად ისტორიაში, ქართველმა მწარმოებლებმა საერთაშორისოდ აღიარებული ჯილდო საკუთრ ქვეყანაში მოიპოვეს.IWSC 2024 Wine Judging in Georgia, საზეიმო დაჯილდოებას საქართველო დღეს, 1 დეკემბერს უმასპინძლებს.
საქართველოში ღვინის საერთაშორისო კონკურსის IWSC 2024 Wine Judging in Georgia-ს ორგანიზატორია გურჯაანის ღვინის ფესტივალი. ღონისძიების მხარდამჭერები არიან: ღვინის ეროვნული სააგენტო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ჯეპრა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია. ხოლო სპონსორები „თელიანი ველი“ და „საქართველოს ბანკი“.