ჟიული შარტავას დაბადების დღესთან დაკავშირებით ზურაბ პატარაძემ გმირის ძეგლი ყვავილებით შეამკო

დღეს საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას დაბადების დღეა. ამ დღესათან დაკავშირებით აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ საქართველოს ეროვნული გმირის ძეგლი ყვავილებით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო. აჭარის მთავრობის თავმჯდორესთან ერთად გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს მთავრობის წევრებმა, სკოლის მოსწავლეებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა.

"74 წლის გახდებოდა ჩვენი ეროვნული გმირი, ბატონი ჟიული შარტავა. დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, რომ პატივი მივაგოთ მის ხსოვნას. ეს იყო ადამიანი, ვინც თავი შესწირა ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას, ჩვენი ქვეყნის სიძლიერეს, მომავალს. და ჩვენ ვალდებულნი ვართ ყოველთვის გვახსოვდეს მისი სახელი“-აღნისნა ზურაბ პატარაძემ.

საქართველოს ეროვნულ გმირს, ჟიული შარტავას დღეს 74 წელი შეუსრულდებოდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად