ნატოს გენერალურმა მდივანმა პუტინის განცხადებას ნონსენსი უწოდა

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რუსეთის პრეზიდენტის განცხადება ბოდვად შეაფასა. მის შეფასებას Reuters-ი ავრცელებს.

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დღეს განაცხადა, რომ უკრაინის არმია, თავისი არსით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლეგიონს წარმოადგენს. „განცხადება იმის შესახებ, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ალიანსის ლეგიონი მოქმედებს, სისულელეა.“-აღნიშნა მდივანმა. სტოლტენბერგმა პირდაპირ განაცხადა, რომ ერთადერთი უცხო ქვეყნის სამხედრო ძალა, რომელიც დღეს უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფება, რუსულია.

იმის შესახებ, რომ უკრაინის არმია ფაქტობრივად ნატოს ლეგიონს წარმოადგენს, პუტინმა დღეს დილას სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა. მან აღნიშნა, რომ უკრაინის ჯარი დღეს არა საკუთარი ხალხის, არამედ ნატოს ინტერესებს იცავს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...