მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილის “ПЕСЕНКА СПЕТА”

ამის შესახებ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომელიც ზაგრებში, “ევროპის სახალხო პარტიის” კონგრესზე იმყოფება.

სააკშვილის თქმით, დაპირებულ2020 წლის საპარლამენტო არჩევნების, პროპორციული სისტემით ჩატარებაზე უარის თქმა, პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დასასრულია.

“სინამდვილეში მისი მშობლიური ქვეყნის ენაზე რომ ვუთხრა, მისთვის უფრო გასაგებზე – ივანიშვილის “პესენკა სპეტა”! დამთავრებულია, წასულია მაგის საქმე. მთელი პასუხიმგებლობა ეკისრება მას, რომ ეს არის ცინიზმი, ქართველი ხალხის დაცინვა, ევროპის და საერთაშორისო თანამეგობრობის დაცინვა”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა “მთავარ არხთან”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად