ბაქოში დასრულდა ძიუდოისტთა შეჯიბრება ჰეიდარ ალიევის სახელობის გრანდ სლემზე ქალთა 57 კგ წონით კატეგორიაში 

57კგ წონითი კატეგორიის ფინალში ეთერ ლიპარტელიანი  მსოფლიო და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს, კოსოვოელ ნორა გიაკოვას შეხვდა.

შეხვედრა ნორა გიაკოვამ ვაზარით მოიგო.

ეთერ ლიპარტელიანი მეოთხედ გახდა გრანდ სლემის ვერცხლის მედლის მფლობელი.

საქართველოს ძიუდოისტ ქალებს გრანდ სლემზე ოქროს მედალი კვლავ დაუსხლტათ ხელიდან.  თეა დონღუზაშვილს ოქროს მედალი 2011 წელს, ბაქოს გრანდ სლემზე,  რუსეთის სახელით აქვს მოპოვებული.

60 კგ წონაში ლუხუმ ჩხვიმიანმა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა ფრანგ რომან ვალადიე-პიკართან შიდოებით წააგო და უმედლოდ დარჩა.