ახალგაზრდა ბორჯღალოსნებმა მსოფლიო რაგბის ჩემპიონატის 2015 წლის ალაფა მოიგეს

ამ წუთებში დასრულდა მსოფლიო რაგბის ჩემპიონატის ალაფის ფინალი საქართველო კანადას შორის.

ახალგაზრდა ბორჯღალონსებმა კანადელი თანატოლები ანგარიშით 49:24 დაამარცხეს და მსოფლიო რაგბის 20 წლამდელთა ჩემპიონატის ალაფაც მოიგეს.

ჩვენმა მორაგბეებმა 7 ლელოს, 4 გარდასახვისა და 2 ჯარიმის გატანა მოახერხეს.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ბორჯღალოსნები მსოფლიო რაგბის ჩემპიონატის ალაფის ა ჯგუფში იმყოფებოდნენ. ჩვენმა მორაგბეებმა ურუგუაელი, ფიჯელი და პორტუგალიელი თანატოლები დაამარცხეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად