გერმანიის თასის 1/32-ფინალში ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი“ „ბალინგერს“ ესტუმრა და დამაჯერებალდ დაამარცხა – 5:0.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო, შეუცვლელად ითამაშა და მიუხედავად იმისა, რომ გოლი არ გაუტანია და საგოლე გადაცემა არ შეუსრულებია, მაინც მაღალი შეფასება დაიმსახურა – 7.5 ქულა.
გაცილებით რთული ბრძოლა გადაიტანა ლუკა ლოჩოშვილის „ნიურნბერგმა“, რომელიც ასევე სტუმრად დაუპირისპირა ობერლიგის გუნდ „ილერტისენს“ – ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაშა.
მიროსლავ კლოზს გუნდმა პირველი ტაიმი 0:2 დათმო. მაგრამ შეძლო და 86-ე წუთზე წინ გავიდა 3:2. თუმცა, 90-ეზე მასპინძლებმა წონასწორობა ისევ აღადგინეს და საბოლოოდ, პენალტების სერია დაინიშნა. მეოთხე დარტყმა ლოჩოშვილმა შეასრულა და ვერ გამოიყენა. საბოლოოდ „ილერტისენის“ ფეხბურთელებმა 6:5 მოიგეს და მომდევნო ეტაპზე გავიდნენ.
გერმანიის თასის 1/16-ფინალში ქართელების გუნდებიდან გიორგი გოჩოლეიშვილის „ჰამბურგი“ („პირმანსენსი“ დაამარცხა 2:1) და ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი“ ითამაშებენ.