უეფას ერთა ლიგაზე ბოლო ტურის პირველი დღის შეხვედრები დასრულდა.
A-2 ჯგუფში პირველი ადგილის შესანარჩუნებლად იტალიას ერთი გოლის სხვაობით წაგება აძლევდა ხელს, მაგრამ ფრანგების სამი გოლის საპასუხოდ მხოლოდ ერთის გატანა მოახერხა და ჯგუფური ტურნირი მეორე ადგილზე დაასრულა.
იტალია - საფრანგეთი 1:3(1:2)
გოლები: 2' ადრიან რაბიო 0:1, 33' გულიელმო ვიკარიო, საკუთარ კარში 0:2, 35' ადრიან კამბიაზო 1:2, 65' ადრიან რაბიო 1:3
ამავე ჯგუფში ისრაელმა პირველი გამარჯვება მოიპოვა, თუმცა ურთიერთშეხვედრებში ბურთების უკეთესი სხვაობის გამო მესამე ადგილი ბელგიელებმა დაიკავეს, ისრაელმა კი B ლიგაში გადაინაცვლა.
ისრაელი - ბელგია 1:0(0:0)
გოლი: 86' იარდენ შუა
მასალა განახლდება