ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.
პოლონური მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შაბათიდან კვირა ღამეს, 17 ნოემბერს, ვარშავის ბიალულეკას რაიონში, 30 წლის ქალმა, რომელსაც სახლში უსაფრთხოდ მისვლა სურდა, პოპულარული მობილური აპლიკაცია გამოიყენა და „უბერის" ტაქსი გამოიძახა.
მძღოლმა, მომსახურების დასრულების შემდეგ, ისარგებლა ნარკოტიკების და ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებული ფიზიოლოგიური დაღლილობის მდგომარეობაში მყოფი ქალის უმწეობით და მას , რომლებშიც ხორციელდებოდა სატრანსპორტო მომსახურება, მისი განხორციელების დასრულების შემდეგ, მძღოლმა ისარგებლა ნარკოტიკების და ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებული ფიზიოლოგიური დაღლილობის მდგომარეობაში მყოფი ქალის უმწეობით და იგი სქესობრივ აქტამდე მიიყვანა.
დაზარალებული პოლიციაში გამოცხადდა, პოლიციამ კი დააკავა „უბერის" ტაქსის მძღოლი, რომელიც საქართველოს მოქალაქე აღმოჩნდა.
პროკურატურის ცნობით, დაკავებული 42 წლის მამაკაცი ბრალს არ აღიარებდა და სასამართლომ, პროკურორის მოთხოვნით, ინციდენტის ყველა გარემოების გარკვევის მიზნით, მას 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
პოლონური პრესის ინფორმაციით, დაკავებულს, ბრალის დადასტურების შემთხვევაში, 6 თვიდან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება,