საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა მესტიაში, თეთნულდის მწვერვალზე მყოფი დაშავებული ტურისტის სიცოცხლე გადაარჩინეს.

მეხანძრე-მაშველებმა შესაბამისი აღჭურვილობისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართულობით ტურისტი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება

.შემოსული ინფორმაციის თანახმად, მესტიაში, თეთნულდის მწვერვალზე, ზღვის დონიდან 5000 მეტრის სიმაღლეზე, ალპურ ზონაში იმყოფებოდა ტურისტთა ჯგუფი, ერთ-ერთი მათგანი კი შეუძლოდ გახდა და ესაჭიროებოდა სასწრაფო დახმარება.სამაშველო ოპერაციაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მესტიის სამთო-სამაშველო ჯგუფთან ერთად სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი მონაწილეობდა. 

ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.