ჯანდაცვის მინისტრმა, ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციაში - „ჯეოანესთეზია 2025“ მიიღო მონაწილეობა. რიგით მე-8 სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია, ანესთეზიოლოგიასა და ინტენსიურ თერაპიის საკითხებთან დაკავშირებით გაიმართა.
მიხეილ სარჯველაძემ, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ მსგავსი ფორმატის ღონისძიებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც გამოცდილების გაზიარების, ისე ახალი ცოდნისა და თანამედროვე პრაქტიკის დანერგვისთვის.
კონფერენციის მონაწილეებმა განიხილეს ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიისა და ტკივილის მართვის აქტუალური საკითხები, თანამედროვე მიდგომები და სიახლეები.
მულტიდისციპლინური საერთაშორისო კონფერენცია აერთიანებს ანესთეზიოლოგებს, რეანიმატოლოგებს, ტოქსიკოლოგებსა და გადაუდებელი მედიცინის სპეციალისტებს. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სესიები და სიმპოზიუმები, საქართველოსა და სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი სპეციალისტების მონაწილეობით.
ღონისძიებას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, სამედიცინო სექტორის წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესრნენ.
კონფერენცია საქართველოს ანესთეზიოლოგთა და რეანიმატოლოგთა საზოგადოების მიერ, ყოველწლიურად იმართება.