2025 წლის 11 სექტემბერს გამართულ პრეზენტაციაზე სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის ფონდმა ფართო საზოგადოებას ამცნო მისი შექმნისა და დაარსების შესახებ.
ქართველი ბიზნესმენების ლაშა კვაჭაძის, ბეჟან სამხარაძისა და დავით უგრელიძის ინიციატივით შეიქმნა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის ფონდი, რომლის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ხელმისაწვდომი სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნა და აქტიური ცხოვრების წახალისება.
საქმიანობის ფარგლებში ფონდი აქტიურად ითანამშრომლებს ადგილობრივ თვითმმართველობებთან და ორგანიზაციებთან, რათა შეიქმნას უსაფრთხო, ინკლუზიური და თანამედროვე სივრცეები მრავალფეროვანი ფიზიკური აქტივობისთვის. გარდა ინფრასტრუქტურის მშენებლობისა, ფონდი მხარს დაუჭერს საგანმანათლებლო პროგრამებს, საინფორმაციო კამპანიებსა და საზოგადოებრივ ღონისძიებებს, რომლებიც შთააგონებს ყველა ასაკის ადამიანს, ხელი მიჰყონ ჯანსაღი ცხოვრების წესს.
ფონდის ვებგვერდი https://sportfund.ge/ უკვე მუშაობს, ნებისმიერ პირს შეუძლია დარეგისტრირდეს, გახდეს დონორი და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში მიიღოს მონაწილეობა.