ავსტრიის ბუნდესლიგაში მესამე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს.

ოთარ კიტეიშვილის „შტურმი“ ავსტრიის ბუნდესლიგის მესამე ტურში „რიდს“ სტუმრობდა.

ბუნდესლიგის ბოლო ორი ჩემპიონატის გამარჯვებულმა „შტურმმა“ მასპინძლებს მე-13 წუთზე გაშვებული გოლის საპასუხოდ სამი  გაუტანა და მეორე გამარჯვება მოიპოვა.

ოთარ კიტეიშვილმა (Flashscore-ს  შეფასება 8,5) თავი დუბლით გამოიჩინა. იგი სამ შეხვედრაშიგატანილი 4 გოლით  ავსტრიის ბუნდესლიგის ბომბარდირთა სიას ვალენტინო მიულერთან („ტიროლი“) ერთად უდგას სათავეში.

„რიდი“ - „შტურმი“ 1:1(1:2)
გოლები: 13' პიტერ კიდლი 1:0, 16' ოთარ კიტეიშვილი 1:1, 31' მაქს ჯონსტონი 1:2, 44' ოთარ კიტეიშვილი 1:3