საქართველოს ეროვნული ნაკრები რესპუბლიკის მოედანზე გულშემატკივრებს შეუერთდება.

პირველი რესპუბლიკის მოედანზე თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული ღონისძიება იმართება და ტერიტორიაზე ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის დიდი ეკრანია განთავსებული.

საქართველოს ნაკრებმა დღეს საბერძნეთის ეროვნულ გუნდთან ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალური შეხვედრა ჩაატარა და საბერძნეთის ნაკრები პენალტების სერიაში დაამარცხა.