საქართველოში ამერიკის ელჩი რობინ დანიგანი ვიდეო მიმართვას ავრცელებს და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს დღევანდელ მატჩზე გამარჯვებას უსურვებს. 

"წარმატებას ვუსურვებ საქართველოს ნაკრებს დღევანდელ თამაშზე. 

მთელი ამერიკის საელჩო გგულშემატკივრობთ. 

საქართველო ერთადაა!" - ამბობს ამერიკის ელჩი.

ცნობისთვის, დღეს, 26 მარტს საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრას თბილისში, „დინამო არენაზე“ საბერძნეთის ეროვნულ გუნდთან ჩაატარებს.

მატჩი 21:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველ არხი, საქართველოს რადიო (FM 102.3) და Player.1tv.ge შემოგთავაზებთ.

ნახევარფინალში „ჯვაროსნებმა“ ლუქსემბურგის ნაკრები 2:0 დაამარცხეს, ხოლო საბერძნეთმა ყაზახეთს 5:0 მოუგო.

დღეს გამარჯვებული გუნდი კი გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს.