ქუთაისში, „რამაზ შენგელიაზე“ საქართველოს და კაბო-ვერდეს ეროვნულ ნაკრებ გუნდებს შორის ამხანაგური შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის 45+1 წუთზე საბა ლობჟანიძის მიერ გატანილი გოლი სტუმრებმა 77-ე წუთზე რაიან მენდესის ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანიდან გაქვითეს და შეხვედრა ფრედ დასრულდა.

საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა ასეთი შემადგენლობით ჩაატარა:

ლუკა გუგეშაშვილი - გიორგი გოჩოლეიშვილი (78' ლევან შენგელია), გიორგი გველესიანი (54' ივა გელაშვილი), ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი (78' გურამ გიორბელიძე) - ვლადიმერ მამუჩაშვილი, ნიკა გაგნიძე, ანზორ მექვაბიშვილი - საბა ლობჟანიძე (78' გიორგი ბერიძე) - გიორგი ქვილითაია (54' დავით ვოლკოვი), გიორგი გულიაშვილი