სპორტული ცეკვის ოსტატებმა, დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა დაადასტურეს, რომ საქართველოს სახელით ასპარეზობის მოლოდინში არიან

„მადლიერებას გამოვხატავთ ყველა იმ გულშემატკივრის მიმართ, რომლებიც მუდმივად მხარს გვიჭერდნენ და კვლავაც აგრძელებენ ჩვენ ამ თანადგომას. იწყება სრულიად ახალი ეტაპი ჩვენ სპორტულ ცხოვრებაში.🇬🇪 მოუთმენლად ველით შესაძლებლობას ვიასპარეზოთ ყინულის მოედანზე", - წერენ დიანა დევისი და გლებ სმოლკინი ინსტაგრამზე.

დიანა დევისის და გლებ სმოლკინის ფოტო-პოსტი  გამოქვეყნებიდან ერთ საათში თავის დიანა დევისის დედამ, ცნობილმა მწვრნელმა ეთერ თუთბერიძემ თავის ფეისბუქჯგუფში გაიზიარა

 
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის ფიგურული სრიალის ფედერაციამ სპორტული ცეკვის ოსტატებს, დიანა დევისს და გლებ სმოლკინს სხვა ქვეყნის ეგიდით ასპარეზობის ნება დართო, The Skating Lesson-სა და რუსეთის საინფორმაციო სააგენტოებზე დაყრდნობით, „აიპრესმა" 4 ივნისს გააავრცელა, მაგრამ იმ დროისთვის  დანამდვილებით არ იყო ცნობილი, რომელი ქვეყნის სახელით აპირებდნენ სპორტსმენები ასპარეზობას.