პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე დასრულდა ნახევარფინალური შეხვედრა +90 კგ წონითი კატეგორიის ძიუდოისტებს შორის.
ქართველმა ძიუდოისტმა რევაზ ჩიკოიძემ ყაზახ ჟურკამირზა შუკურბეკოვს იპონით სძლია და პარიზის პარალიმპიური თამაშების ოქროს მედლისთვის იჭიდავებს.
ოქროს მედლისთვის შეხვედრაში მისი მეტოქე იქნება თურქი იბრაჰიმ ბელიუქბაში.