ასეთი შინაარსის პოსტს შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი თავისი ოფიციალური ფეისბუქგვერდზე აქვეყნებს.

„დღეს, საგერსკაში, უკრაინელ ლგბტქი და RFSL (ლესბოსელების, გეების, ბისექსუალების და ტრანსგენდერების უფლებების დამცველი შვედეთის ფედერაცია - „აიპრესი“) ვეტერანებს ვუმასპინძლე.

როდესაც ეს უკრაინელები ფრონტის ხაზზე სიცოცხლეს რისკავენ და სხვა გზებით მონაწილეობენ წინააღმდეგობაში, ისინი უკრაინის დაცვას ეხმარებიან. თუმცა, ისინი ასევე არიან იმ ლიბერალური ღირებულებების ცოცხალი გამოხატულება, რომელთათვისაც უკრაინა იბრძვის.

დღეს, ერთნაირსქესიან წყვილებს უკრაინაში არ შეუძლიათ დაქორწინება ან რეგისტრირებული პარტნიორობის დამყარება. ჩვენთვის, ყველა უმცირესობის, მათ შორის ლგბტქი თემის, უფლებების სრული სამართლებრივი დაცვა უკრაინის ევროკავშირთან მიახლოების მნიშვნელოვანი ნაწილია და ჩვენ მას მხარს ვუჭერთ. როგორც უკრაინის ძლიერი მხარდამჭერი, შვედეთი ყურადღებით დააკვირდება ამ ვალდებულების შესრულებას". - წერს შვედეთის პრემიერ-მინისტრი.