რაგბი ევროპაზე ჯგუფური ტურნირი დასრულდა.
ჯგუფური ტურნირის ბოლო შეხვედრა „ბორჯღალოსნებმა“ ესპანეთში „ლომებთან“ მოიგეს და ნახევარფინალში მასპინძლის სტატუსით ასპარეზობის უფლება მოიპოვეს. მათ ფინალის საგზურს რუმინეთში „მგლებთან“ დამარცხებული „მუხები“ შეეცილებიან.
ესპანეთი - საქართველო 32:62(13:34)
რუმინეთი - პორტუგალია 6:34(3:12)
ნიდერლანდები - შვეიცარია 73:0(46:0)
გერმანია - ბელგია 19:39(0:18)
ბელგია ნიდერლანდებთან რაგბი ევროპის მეხუთე ადგილისთვის ითამაშებს, მეხუთე ადგილის მფლობელი კი ფინალურ საკვალიფიკაციო ეტაპზე აფრიკის, აზიის და ამერიკის კონტინენტის სამ გუნდთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო, ოცდამეოთხე საგზურის მოსაპოვებლად იასპარეზებს.
ესპანეთთან გამარჯვებამ საქართველოს სარეიტინგო ყულაბას 0,84 ქულა შემატა
მასალა განახლდა 20:52 საათზე. თავდაპირველ ვარიანტის მომზადების დროს უცნობი იყო გერმანია-ბელგიის შეხვედრის შედეგი