სლოვენიის ქალაქ მარიბორში დასრულებულ მძლეოსნობაში ევროპის ჩემპიონატზე მესამე დივიზიონის გუნდებს შორის ქართველმა მძლეოსნებმა ორი ოქროს, ერთი ვერცხლის და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
მძლეოსნობაში ევროპის ჩემპიონატის მესამე დივიზიონის სპორტსმენთა შეჯიბრებაზე პირველი ადგილი დაიკავეს:
გიორგი მუჯარიძემ (ბირთვის კვრა, 19,8მ)
და
თემურ აბულაშვილმა (ბადროს ტყორცნა, 57,75მ)
მეორე ადგილზე გავიდა ანი მამაცაშვილი (400 მეტრზე სირბილი, 54,60 წამი)
მესამე ადგილზე გავიდნენ:
მარი ძაგნიძე (სიგრძეზე ხტომა, 6,30 მეტრი)
სოფიკო შათირიშვილი (ბირთვის კვრა, 15,04 მეტრი)
ლაშა ღულელაური (სამმხტომი, 15,83 მეტრი)
გოგა ჭიხვარია (ბადროს ტყორცნა, 58,07 მეტრი)
მძლეოსნობაში ევროპის ჩემპიონატის მესამე დივიზიონის ჩემპიონატში მონაწილეობდნენ და მეორე დივიზიონში დაწინაურებისთვის იბრძოდნენ:
1, ისლანდია - 461,5 ქულა
2. ლუქსემბურგი - 410 ქულა
3. ბოსნია და ჰერცეგოვინა - 383 ქულა
4. მოლდოვა - 371 ქულა
5. მალტა - 333,5 ქულა
6. აზერბაიჯანი - 315,5 ქულა
7. საქართველო - 307 ქულა
8. ჩრდილოეთ მაკედონია - 270,5 ქულა
9. მონტენეგრო - 268 ქულა
10. სომხეთი - 264 ქულა
11. ანდორა - 229,5 ქულა
12. ალბანეთი - 223 ქულა
13. სან-მარინო - 207,5 ქულა
14. კოსოვო - 154 ქულა
15. ლიხტენშტაინი - 107 ქულა
მძლეოსნები სულ 37 სახეობაში (18-ში ქალები, 18-ში კაცები და ერთში - 4x400 მეტრზე ესტაფეტა - შერეული გუნდი) იბრძოდნენ გამარჯვებისთვის. პირველი ადგილზე გასულს სპორტსმენს გუნდისთვის 15 ქულა მოჰქონდა, მეორე ადგილზე გასულს 14, მესამეზე გასულს 13 და ა.შ.